Monday, November 11, 2013

მე-9 დღის რეფლექსია, თრენინგის დასასრული

პროექტმა საბოლოო სახე მიიღო. გავაკეთეთ პრეზენტაცია, წარმოდგენილი იყო საინტერესო და შემოქმედებითი მასალები. მოვიწონეთ  ნამუშევრები და ერთმანეთს მივეცით რჩევები გაუმჯობესებისთვის, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ქალბატონ ნინოს მიმართ გაწეული შრომისთვის და ველა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღეს ამ კურსის შექმნაში. ბევრის მომცემი იყო და ვიცი რომ აქტიურად გამოვიყენებ მომავალში

Saturday, November 9, 2013

თრენინგის მე-8 დღე

პროექტი დასასრულს უახლოვდება, ხვალ უნდა გავაკეთოთ პროექტების პრეზენტაცია და ამით დამთავრდება ჩვენი თრენინგი, რომელიც ძალიან ბევრის მომცემი იყო. დღეს კი შევქმენით კითხვარები და დავდეთ ბლოგზე, ჩვენს პორთფოლიოზე მივამაგრეთ შეფასებები.

Sunday, November 3, 2013

თრენინგის მეშვიდე დღე

დღეს გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებზე, შევადგინეთ პუბლიკაცია დიფერენცირებული სწავლებისთვის, ბლოგზე მუშაობის რამდენიმე დეტალი ვისწავლეთ, ბლოგზე 357 სტუმარი მყავს ძალიან მესიამოვნა, შევქმენით ახალი გვერდი ჩვენს ბლოგზე, საინტერესო იყო ყველაფერი.

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინოს!

Saturday, November 2, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ მეხუთე მოდული, დავიტვირთე ინფორმაციებით თუმცა ძალიან საჭირო და საინტერესო მასალა გავიარეთ:
  1.მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების უკუკავშირი
  2. შაბლონის მიხედვით შევადგინეთ შედისაფასების სქემა
  3. შევისწავლეთ პრეზენტაციის ვიდეოსთან ერთად ბლოგზე დადება
  4.ბლოგზე მარტო ვიდეოს დადება
   5.დიზაინის, ფონის და სხვა დეტალების გაკეთება.

  დიდი მადლობა ნინო

ვიდეო

Saturday, October 26, 2013

დღე მეხუთე-რეფლექსია

კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგი-გავეცანით პროექტისთვის ინტერნეტის გამოყენებას სხვადასხვა ნიუანსებით. დღეს ჩვენ ავღმოვჩნდით მოსწავლის როლში, რაც არც ისე ადვილი იყო, დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის  რომ სწორად და გასაგებად მივაწოდოთ მოსწავლეებს შესასრულებელი ამოცანა, რათა ადვილად და მიზანდასახულად გაართვან თავი. დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შაბლონი, ძალიან კმაყოფილი ვარ.

    დიდი მადლობა ნინო!

Sunday, October 20, 2013

დღე 4 რეფლექსია

საკმაოდ დატვირთული დღე იყო, განვიხილეთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია power point-ში, მომეწონა.

 დიდი მადლობა

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 19, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩემი პროექტისთვის

 ზოგადი კითხვა:
   

  •       რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნების კულტურის ცოდნა?  


თემატური კითხვები:


  •     რა კავშირია ლიტერატურასა და თეატრს შორის?
  •    როგორ აისახება ისტორიული მოვლენები ლიტერატურის მიმართულებებზე?

შინაარსობრივი კითხვები:
  •      რომელ ინგლისელ და ამერიკელ მწერლებს იცნობთ?
  •      რომელი ინგლისელი მწერალი ეკუთვნის რენესანსის ეპოქას?