Saturday, October 26, 2013

დღე მეხუთე-რეფლექსია

კიდევ ერთი საინტერესო ტრენინგი-გავეცანით პროექტისთვის ინტერნეტის გამოყენებას სხვადასხვა ნიუანსებით. დღეს ჩვენ ავღმოვჩნდით მოსწავლის როლში, რაც არც ისე ადვილი იყო, დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის  რომ სწორად და გასაგებად მივაწოდოთ მოსწავლეებს შესასრულებელი ამოცანა, რათა ადვილად და მიზანდასახულად გაართვან თავი. დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შაბლონი, ძალიან კმაყოფილი ვარ.

    დიდი მადლობა ნინო!

Sunday, October 20, 2013

დღე 4 რეფლექსია

საკმაოდ დატვირთული დღე იყო, განვიხილეთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია power point-ში, მომეწონა.

 დიდი მადლობა

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 19, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩემი პროექტისთვის

 ზოგადი კითხვა:
   

  •       რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნების კულტურის ცოდნა?  


თემატური კითხვები:


  •     რა კავშირია ლიტერატურასა და თეატრს შორის?
  •    როგორ აისახება ისტორიული მოვლენები ლიტერატურის მიმართულებებზე?

შინაარსობრივი კითხვები:
  •      რომელ ინგლისელ და ამერიკელ მწერლებს იცნობთ?
  •      რომელი ინგლისელი მწერალი ეკუთვნის რენესანსის ეპოქას? 





   
   

           

დღე მე-3, რეფლექსია

გავეცანით ინთელის კურსის მე-2 მოდულის 1 და 2 აქტივობებს,ძალიან საინტერესო იყო,
შევისწავლეთ პროექტისთვის საჭირო სამი სახის კითხვა: ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი,გავეცანით drive-ს დოკუმენტის  გასაზიარებლად,რაც ხელს შეუწყობს ურთიერთშეთანხმებას და თანამშრომლობას.

 დიდი მადლობა ნინო.

Friday, October 18, 2013

21-ე საუკუნის უნარები და სტანდარტები


     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
·         საღი მსჯელობა და      აღქმა;
·         მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
                 სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
             

        
უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
              ·           ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას - აზუსტებს                                 ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს; გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
                ·           წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.
               ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს
 
 უცხ.ს.IV.23.          მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
·           ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
               

Sunday, October 13, 2013

პუბლიკაციები

ტრენინგის მეორე დღე-პუბლიკაციის შექმნა-პროექტის დაწყების მთავარი პირობა. საინტერესო იყო, გავეცანით საპუბლიკაციო ნიმუშებს, შევქმენით საკუთარი პუბლიკაციები პროექტის იდეაზე, ვიმუშავეთ word-ის დოკუმენტში. ნინომ ძალიან კარგად მოიტანა ჩვენამდე ყოველი დეტალი,გასაგებად და პროფესიონალურად. დიდი მადლობა მას ამისთვის და  იმისთვისაც,რომ აუღელვებლად და მშვიდად პასუხობდა ჩემს ყოველ მორიგ შეკითხვას.

Saturday, October 12, 2013

Intel teaching Course

დავფიქრდი და ალბათ საშუალო საფეხურზე გავაკეთებდი პროექტს " ინგლისური და ამერიკული ლიტერატურა" მიმაჩნია რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაეცნონ  უცხოურ ლიტერატურას.

Intel teaching course

დღეს, 12 ოქტომბერს მქონდა პირველი ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსის შესახებ,რომლის ტრენერიც გახლავთ ნინი კაჟაშვილი, ყოველთვის მაინტერესებდა როგორ შეიძლება გაკეთდეს სრულყოფილი პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, რა თემებზე შეიძლება პროექტების მოფიქრება და განხორციელება.კურსის პირველ ტრენინგზე შემექმნა სრული წარმოდგენა ამ საკითხზე,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ნინოს. ამავე დროს მომეცა შესაძლებლობა შემექმნა ჩემი ბლოგის მისამართი,რაც დამეხმარება ჩემს კოლეგებთან ინტერაქციაში. დარწმუნებული ვარ სრული კურსის გავლა დიდი გამოცდილება იქნება წარმატებული სწავლებისთვის.


        გმადლობთ!

პორტფოლიო

პორტფოლიოს შექმნის პროცედურა მნიშვნელოვანია

პირველი ტრენინგი

საინტერესო იყო, გავიგე პროქტის სესახებ უამრავი ინფორმაცია